Thursday, 16 July 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მე-9 დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ეს დღე ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციას დაეთმო. ინტელის ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო თითოეული ჯგუფის წევრისთვის.  დიდი მადლობა ტრენერს, ქ– ნ ლალი გიგაურს, საინტერესო და ნაყოფიერი დღეებისთვის.

Wednesday, 15 July 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. შევამოწმეთ საშინაო დავალება, ვისწავლეთ ბლოგზე დამატებითი გვერდების შექმნა და გრაფიკული ობიექტის ჩასმა სხვადასხვა ობიექტზე. ასევე პორტფოლიოში ჩავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები "გუგლ დრაივის" საშუალებით.

Tuesday, 14 July 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვით. ვისწავლეთ "გუგლ დრაივზე პრეზენტაციის ატვირთვა, რომელიც განვათავსეთ საკუთარ ბლოგზე. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის სრულყოფაზე. საშინაო დავალებად გვაქვს მასწავლებლის პრეზენტაციის მომზადება.

მოსწავლის ნაშრომი

Sunday, 12 July 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე წინა დღეებივით საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით საავტორო უფლებებს და ვისაუბრეთ მათ გამოყენებაზე. ვისწავლეთ სლაიდების შექმნა და მივიღეთ დავალება მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაციის შექმნა სლაიდების საშუალებით.

Wednesday, 8 July 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა. გავაანალიზეთ შეკითხვები, რომლებიც განვათავსეთ საკუთარ ბლოგებზე. დავათვალიერეთ სახელმძღვანელო შეფასების ინსტრეუმენტების გასაცნობათ.  გავეცანით ინტელის სივრცეში განთავსებულ შეფასების მეთოდებს, შევარჩიეთ საკუთარი პროექტისთვის პროექტის შეფასების მეთოდები და განვათავსეთ პროექტის შეფასების ჩარჩოში. ვისწავლეთ "გუგლდრაივის" გამოყენება და "გუგლდრიავში" დოკუმენტის გაზიარება.

Tuesday, 7 July 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები

  • რატომ არის მოგზაურობა მნიშვნელოვანი ადამიანისთვის?
თემატური კითხვები


  • რატომ არის ტურიზმი მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული წინსვლისთვის?
  • რა როლი აქვს ტურიზმს კახეთის კეთილდღეობის წინსვლაში?
  • როგორ მოვიზიდოთ ტურისტები კახეთში?
შინაარსობრივი კითხვები?
  • რომლებია ტურიზმთან ასოცირებული ლექსიკური ერთეულები?
  • რომელ გრამატიკულ დროს ვიყენებთ ადგილების აღწერისთვის?

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო დატვირთული და ნაყოფიერი. დავასრულეთ პროექტზე მუშაობა. მოვისმინეთ პროექტის თეორიული კურსის შესახებ ინფორმაცია და პრაქტიკულად შევასრულეთ დაგეგმვა ესგ-ს სტანდარტის მიხედვით. საშინაო დავალებად გვაქვს მე-2 მოდულის წაკითხვა და კითხვების მოფიქრება.

მოსწავლის ამოცანები


მოსწავლეები შეძლებენ:
  • ინგლისური ენის გამოყენებას პროექტის სხვადასხვა ასპექტში.
  • გააცნობიერონ ტურიზმის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის.
  • გააანალიზონ და დაადგინონ ტურიზმის როლი თანამედროვე ცხოვრებაში.
  • შეადარონ საქართველოში ტურიზმის წინსვლა და განვითარება სხვადასხვა ქვეყნებთან.
  • შეადგინონ ბროშურა ან კედლის გაზეთი ტურიზმის მნიშვნელობის შესახებ და დაურთან კახეთის ტურისტული ადგილების სურათები.

Monday, 6 July 2015

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი. წარმოვადგინეთ საშინაო დავალება. განვიხილეთ პროექტის იდეები და ერთმანეთს კომენტარები გავუკეთეთ. ასევე ვისწავლეთ ბროშურების შექმნა, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

Sunday, 5 July 2015

ჩემი პროექტის იდეა

ტურიზმის განვითარება კახეთის რეგიონში.

ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული წინსვლისთვის. მოსწავლეები ადარებენ საქართველოში ტურიზმის განვითარებას მე-20, 21-ე საუკუნეებში. მსჯელობენ მისი განვითარების გზებზე და აანალიზებენ თუ რა უწყობს ხელს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და რა დადებითი მხარეები შეიძლება მოუტანოს რეგიონს ტურიზმის განვითარებამ. მოსწავლეები აკეთებენ ბუკლეტებს და პრეზენტაციას.

პირველი დღის რეფლექსია

ეს დღე იყო ძალიან საინტერესო. მივიღე ინფორმაცია intel-ის პროგრამის შესახებ, რომელიც დამეხმარება პროექტზე მუშაობაში. ასევე შევქმენით ბლოგები.