Thursday 16 July 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მე-9 დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ეს დღე ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციას დაეთმო. ინტელის ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო თითოეული ჯგუფის წევრისთვის.  დიდი მადლობა ტრენერს, ქ– ნ ლალი გიგაურს, საინტერესო და ნაყოფიერი დღეებისთვის.

Wednesday 15 July 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. შევამოწმეთ საშინაო დავალება, ვისწავლეთ ბლოგზე დამატებითი გვერდების შექმნა და გრაფიკული ობიექტის ჩასმა სხვადასხვა ობიექტზე. ასევე პორტფოლიოში ჩავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები "გუგლ დრაივის" საშუალებით.

Tuesday 14 July 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვით. ვისწავლეთ "გუგლ დრაივზე პრეზენტაციის ატვირთვა, რომელიც განვათავსეთ საკუთარ ბლოგზე. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის სრულყოფაზე. საშინაო დავალებად გვაქვს მასწავლებლის პრეზენტაციის მომზადება.

მოსწავლის ნაშრომი

Sunday 12 July 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე წინა დღეებივით საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით საავტორო უფლებებს და ვისაუბრეთ მათ გამოყენებაზე. ვისწავლეთ სლაიდების შექმნა და მივიღეთ დავალება მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაციის შექმნა სლაიდების საშუალებით.

Wednesday 8 July 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა. გავაანალიზეთ შეკითხვები, რომლებიც განვათავსეთ საკუთარ ბლოგებზე. დავათვალიერეთ სახელმძღვანელო შეფასების ინსტრეუმენტების გასაცნობათ.  გავეცანით ინტელის სივრცეში განთავსებულ შეფასების მეთოდებს, შევარჩიეთ საკუთარი პროექტისთვის პროექტის შეფასების მეთოდები და განვათავსეთ პროექტის შეფასების ჩარჩოში. ვისწავლეთ "გუგლდრაივის" გამოყენება და "გუგლდრიავში" დოკუმენტის გაზიარება.