ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი
პროექტებით სწავლება
Thursday, 16 July 2015
მეცხრე დღის რეფლექსია
მე-9 დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ეს დღე ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციას დაეთმო. ინტელის ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო თითოეული ჯგუფის წევრისთვის. დიდი მადლობა ტრენერს, ქ– ნ ლალი გიგაურს, საინტერესო და ნაყოფიერი დღეებისთვის.
Wednesday, 15 July 2015
მერვე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. შევამოწმეთ საშინაო დავალება, ვისწავლეთ ბლოგზე დამატებითი გვერდების შექმნა და გრაფიკული ობიექტის ჩასმა სხვადასხვა ობიექტზე. ასევე პორტფოლიოში ჩავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები "გუგლ დრაივის" საშუალებით.
Tuesday, 14 July 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვით. ვისწავლეთ "გუგლ დრაივზე პრეზენტაციის ატვირთვა, რომელიც განვათავსეთ საკუთარ ბლოგზე. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის სრულყოფაზე. საშინაო დავალებად გვაქვს მასწავლებლის პრეზენტაციის მომზადება.
Sunday, 12 July 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღე წინა დღეებივით საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით საავტორო უფლებებს და ვისაუბრეთ მათ გამოყენებაზე. ვისწავლეთ სლაიდების შექმნა და მივიღეთ დავალება მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაციის შექმნა სლაიდების საშუალებით.
Wednesday, 8 July 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა. გავაანალიზეთ შეკითხვები, რომლებიც განვათავსეთ საკუთარ ბლოგებზე. დავათვალიერეთ სახელმძღვანელო შეფასების ინსტრეუმენტების გასაცნობათ. გავეცანით ინტელის სივრცეში განთავსებულ შეფასების მეთოდებს, შევარჩიეთ საკუთარი პროექტისთვის პროექტის შეფასების მეთოდები და განვათავსეთ პროექტის შეფასების ჩარჩოში. ვისწავლეთ "გუგლდრაივის" გამოყენება და "გუგლდრიავში" დოკუმენტის გაზიარება.
Subscribe to:
Posts (Atom)